среда, 16 апреля 2014 г.

                                                             მეცხრე  დღე
    დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო,  დღეს  წარმოვადგინე სასწავლო გეგმები და  დამხმარე მასალები.  გადავხედე  და დავასრულე სასწავლო პროექტი. ვიმუშავე  უკუკავშირის საჩვენებელ ფორმაზე. მსმენელების წინაშე  წარმოვადგინე   ჩემი პროექტის პრეზენტაცია,  მოსწავლეთა ნამუშევრები: ბროშურა, გაზეთი. რომლებიც შემიფასეს შეფასების რუბლიკების მიხედვით.
  გავაკეთე  კუსის შეფასება.
      ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დონის ტრენინგებით, ვისწალე  აგრეთვე თუ როგორ  უნდა შევქმნა ჩემი ბლოგი და განვათავსო მასზე  ინფორმაცია.
   დიდი მადლობა ტრენერს მინდია დიდმანიძეს ასეთი საინტერესო ტრენინგების ჩატარებისათვის.  

воскресенье, 13 апреля 2014 г.

                                                   მერვე  დღე
  დღეს  გავეცანი  როგორ შევქმნა  პროექტებზე დაფუძნებული  სასწავლო გარემო,  როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები  სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. 
  დავხვეწე შეფასების სქემები: მოსწავლეთა  თვითშეფასება , ჯგუფური  შეფასება , გაზეთის შეფასება, პუბლიკაციის შეფასების რუბლიკა
    მასალები   ავტვირთე დრაივზე და გავუზიარე როგორც თეთრ, ისე შავ ოპონენტს.
      განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ჩემთვის დღევანდელი დღე.
   ამისთვის დიდი  მადლობა ჩემს ტრენერს.

среда, 9 апреля 2014 г.

მეშვიდე დღე
    განვიხილეთ  დიფერენცირებული სწავლება ბლუმისა  და გარდნერის მატრიცის  მიხედვით .
  ვისწავლეთ  გუგლი დრაივის საშუალებები, თანამშრომლობითი დოკუმენტის შექმნა, რაც ძალიან მომეწონა.


воскресенье, 6 апреля 2014 г.

                                                 მეექვსე  დღე
     დღეს   ვიმუშავეთ მოსწავლეთა  პროექტების შეფაზებაზე.
გავეცანით  თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბლიკები, ქულების მინიჭების სქემები და  ჩეკლისტები  შინაარსის ათვისებისა და 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის  ჩვენს პროექტზე მუშაობისათვის. შევიმუშავეთ შეფასების  გეგმა  და  გამოვიყენეთ პროექტების შეფასების სქემები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.  გავაკეთეთ  ჩვენი თემისათვის განკუთვნილი  შემაჯამებელი შეფასების  სქემები. 
     

среда, 2 апреля 2014 г.

                                                    მეხუთე დღე

          დღეს  გავეცანით  სასწავლო ნიმუშების შექმნას .  საავტორო უფლებებს.  ვაგრძელებთ   პროექტზე  მუშაობას.